This is a specific ad

ჩინეთში დეფლაცია ფიქსირდება

16

Another advertisement

ჩინეთის მასშტაბით მორიგი ეკონომიკური გამოწვევა იწყება – ქვეყანაში დეფლაცია ფიქსირდება და წინა წელთან შედარებით სამომხმარებლო ფასების შემცირების მაჩვენებელი 0.2%-ს შეადგენს.

ინფლაციის ნეგატიური მაჩვენებლის დაფიქსირება იმის მაუწყებელია, რომ ქვეყნის მასშტაბით ფასები მცირდება, რაც ჩინეთის მსგავსი სახელმწიფოსათვის სასურველი მოცემულობა არ არის, რადგან ფასების შემცირება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელებას იწვევს, ჩინეთის მთავრობას კი მთლიანი შიდა პროდუქტის 5-6%-იან წლიურ ზრდაზე აქვს გათვლები გაკეთებული.

დეფლაციის განმაპირობებელ მიზეზებს შორის უმთავრესი გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ქვეყნის მასშტაბით გაძვირებული კრედიტია, რასაც განსაკუთრებით ართულებს იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით არსებული ვითარება და უძრავი ქონების სექტორში დაგროვილი რისკები.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Türkiyədə yaşayış icazəsi almaq üçün tələblər yenidən sərtləşdirilə bilər
Öncəki yazı
Şalva Papuaşvili Heydər Əliyevin məzarını ziyarət edib