This is a specific ad

საგრანტო კონკურსი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის

80

Another advertisement

საერთაშორისო ორგანიზაცია “HEKS-EPER GEORGIA”, ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის” ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, სადაც განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, HEKS/EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა და CIF პროექტის რეგიონალურმა კოორდინატორმა, გურანდა მაჭავარიანმა ისაუბრეს.

შეხვერაზე გამომსვლელებმა ისაუბრეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება ქვემო ქართლში, განსაკუთრებით კი მარნეული-ბოლნისი-დმანისის მასშტაბით.

გამოცხადებული საგრანტო კონკურსის მთავარი მიზანია ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.

QafqazTurk.com-თან საუბრისას HEKS/EPER Georgia-ს პროექტის მენეჯერმა, გიორგი თვალიაშვილმა აღნიშნა, რომ:

„ევროკავშირის დაფინანსებული პრროექტის ფარგლებში დღეს გაიმართა შეხვედრა, რომელსაც 2 ძირითადი მიზანი ჰქონდა – პირველი ნაწილი იყო  ერთგვარი ანგარიშის ჩაბარება საზოგაოებისთვის, ამ შემთხვევაში მარნეულის მოსახლეობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, მედიისთვის და  ადგილობრივი თვითმმართველობისთვის,   რომლებიც შეხვედრაზე იყვნენ მოწვეული, სადაც ვისაუბრეთ თუ რა გაკეთდა განვლილი ორი წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში, რა შედეგებზე გავიდა პროექტი და რა მიღწევები გვქონდა. შეხვედრის მეორე ნაწილი კი უკვე დაეთმო ბიზნესის კომპონენტს, გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავიწყეთ მხოლოდ და მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონისთვის   დამატებითი ბიზნეს კონკურსი, რომლის ფარგლებსიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ექნებათ ადგილობრივ მეწარმეებს, რომლებიც შეძლებენ დაფინანსების მოპოვებას 3 ლოტზე, პირველი ლოტი არის  5 700 ლარამდე, მეორე ლოტი – 5701 ლარიდან 14 300 ლარამდე და მესამე ლოტი არის 28 600 დან 50 000 ლარამდე.  მონაწილეობის სასუალება აქვს ყველა ადგილობრივ მეწარმეს, ვისაც აქვს უკვე რეგისტრირებული ბიზნესი, პრიორიტეტი კი მიენიჭება ქალებს და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს და ახალგაზრდებს.“

ღონისძიების მსვლელობის დროს ასევე ყურადღება გამახვილა იმ ფაქტზე რომ, ასევე დიდი ყურადღება დაეთმობა იმ ბიზნესის განვითარების იდეას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანა.

გრანტის მისაღებად ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტანამონაწილეობა, სადაც გრანტის მსურველს ფულადი სახით პირველო ლოტის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს მოთხოვნილი თანხის 20%, მეორე ლოტის შემთხვევაში 30%, ხოლო მესამე ლოტის შემთხვევაში საჭიროა 50%-იანი თანამონაწილეობა.

გარდა თანამონაწილეობისა, მნიშვნელოვანია, კონკურსანტი აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • იყოს რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად (იურიდიული ან ფიზიკური პირი)
  • ბიზნეს საქმიანობას პროექტის სამიზნე არეალში-მარნეულის, ბოლნისის ან დმანისის მუნიციპალიტეტებსი ახორციელებდეს
  • გააჩნდეს ბიზნესის ოპერირების მინიმუმ 6თვიანი გამოცდილება
  • ქმნიდეს პროდუქტს/მომსახურებას
  • შერჩევის ეტაპის გადალახვის შემდგომ სრულად დაესწროს 2 დღიან ტრენინგს.

ასევე შეხვედრის დროს ისაუბრეს იმ იდეებზე, რომელთა დაფინანსებაც არ მოხდება კონკურსის ფარგლებში, ასეთ ბიზნეს იდეას კი წარმოადგენს:

  • კანონით აკრძალული საქმიანობა;
  • თამბაქოს, ალკოჰოლის წარმოება/გადამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა
  • სათამაშო და აზარტული ბიზნეს საქმიანობა
  • ბიოლოგიური აქტივის და/ან აქტივის შეძენა
  • სამშენებლო სამუშაოების წარმოება
  • მიმდინარე ან/და საბრუნავი ხარჯები
  • ბიზნესი რომელიც შემოსავალს დაფინანსებიდან 12 თვის შემდეგ მიიღებს

ბიზნესის განვიტარების იდეის განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 2024 წლის 4 მარტი, ამ დრომდე მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დროს წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
1 წელი საუკუნის სტიქიიდან
Öncəki yazı
Borjomidə məktəblilər telefon üçün qab düzəldiblər