ოკუპანტები ახალ “სასაზღვრო კონსტრუქციებს” აგებენ

34

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანთან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი კონსტრუქცია განათავსეს. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გაავრცელეს.

მათი თქმით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კონსტრუქციები 300-მეტრიანი დაშორებით ააგეს, რაც მავთულხლართებიდან დაახლოებით 20-30 მეტრით არის დაშორებული. ადგილობრივებისვე თქმით, ე.წ. მესაზღვრეები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მეორე კვირაა რაც სამონტაჟო სამუშაოებს ასრულებენ, ადგილზე ასევე განათავსეს სათვალთვალო ჯიხურებიც. საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიები მუდმივ რეჟიმში ახირციელებენ პატრუირებას.

„დვანის სკოლის უკან, ფერდობზე ჯიხური დადგეს, იქვე მავთულხლართებსაც ამონტაჟებდნენ, ვხედავდით სამი კაცი მუშაობდა ამ დღეების განმავლობაში. ღობეებს მიღმა მოსახლეობის სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები არის მოქცეული, იქით ვეღარც ადამიანები მიდიან დაჭერის შიშით და ვეღარც საქონელი გაჰყავთ“, – აცხადებენ დვანის მცხოვრებლები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით – სოფლის ოკუპირებულ ნაწილში პერიოდულად ხორციელდება უკანონო სამუშაოები, რაზეც ცენტრალურ ხელისუფლებას მყისიერი რეაგირება აქვს. მათივე ცნობით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

7
9
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ölkədə xarici agentlər haqqında qanuna yenidən baxıla bilər
Öncəki yazı
ყაზახის 4 სოფელი აზერბაიჯანს დაუბრუნდა