Another advertisement
მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სარაგბო კლუბ “არმაზის” ინიციატივით, სოფელ წერეთელსა და მარნეულში, კლუბის შიდა ამხანაგური შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ როგორც მარნეულის ასევე თბილისის აღსაზრდელები.
მსგავსი ამხანაგური შეხვედრების მიზანია მოზარდებისათვის სპორტის ამ სახეობის უკეთ გაცნობა, თამაშის პრინციპების შესწავლა და მორაგბეების უნარ ჩვევების ჩამოყალიბება, ასევე რაგბის, როგორც სპორტის სახეობისა და ცხოვრების წესის პოპულარიზაცია.
გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო შეხვედრებში მონაწილეობდნენ 13 წლამდე მოზარდები, წესებიც მათზე მორგებული და უსაფრთხოა.
თამაშებში მონაწილეობა მიიღო სარაგბო კლუბ “არმაზის” 60-მდე აღსაზრდელმა.