Another advertisement
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ირანისა და თურქეთის საერთო სურვილია ახლო აღმოსავლეთში ესკალაცია თავიდან აიცილონ .
ანკარაში ირანის პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ერდოღანმა თქვა, რომ ორმა ლიდერმა განიხილა „ისრაელის არაჰუმანური თავდასხმების დასრულება ღაზაზე და ზომების მიღების აუცილებლობა რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის.“
ამასთან, ერდოღანმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ისრაელს შეწყვიტოს საომარი მოქმედებები ღაზას სექტორში.
გარდა ამისა, ერდოღანმა აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ განხორციელებულ საჰაერო იერიშზეც ისაუბრა და თქვა, რომ ჰუსიტების წინააღმდეგ „არაპროპორციული ძალა“ გამოიყენეს.