მიმდინარე წლიდან ცვლილებები შევიდა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის, სოციალური, ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამაში. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
„ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით მიმდინარე წლიდან 500 ლარის თანადაფინანსებას გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებთან ერთად მაღალი აკადემიური მოსწრების სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებიც მიიღებენ.
გარდა ამისა, პროგრამით ისარგებლებენ მაღალი აკადემიური მოსწრების შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტები, მათი სწავლის თანადაფინანსებას 700 ლარის ოდენობით მოხდება.
სტუდენტმა, შესაძლებელია ეს დაფინანსება წელიწადში ორჯერ მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ მეორე სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყება და 15 მარტს დასრულდება“, – ნათქვამია გარდაბნის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.