Another advertisement
დღეს, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხის არჩევნები ჩატარდა, სადაც სამი კანდიდატი იყო წარდგენილი. სამმართველოს უმაღლესი სასულიერო საბჭოს სხდომის განხილვის შედეგად შეიხად არჩეულ იქნა ჰაჯი ფაიგ ნაბიევი. იგი 5 წლის ვადით აირჩიეს.
შეიხის არჩევნებში კანდიდატურა წარადგინეს -ჰაჯი ფაიგ ნაბიევმა, ჰაჯი გურბან მურგუზოვმა და ვიდადი გურბანოვმა.
აღსანიშნავია, რომ უზენაესი რელიგიური საბჭოს რამდენიმე წევრმა არჩევნებში პროტესტის ნიშნად მონაწილეობა არ მიიღო.