This is a specific ad

საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი

46

Another advertisement

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 18.3 პროცენტით (238.5 ლარით) გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა.

სტატისტიკის ცნობით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა.

საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:

🔴 ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 49.4 პროცენტით)

🔴 საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით)

🔴 პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 10.1 პროცენტით)

2022 წელს სახელმწიფო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 389.5 ლარით ნაკლები იყო არასახელმწიფო სექტორში დაქირავებულებთან შედარებით. ამასთან, 2021 წელთან შედარებით სახელმწიფო სექტორში ხელფასი 15.1 პროცენტით, ხოლო არასახელმწიფო სექტორში 18.9 პროცენტით გაიზარდა და შესაბამისად 1 285.6 და 1 675.1 ლარი შეადგინა.

2022 წელს დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი სამეწარმეო (ბიზნეს) სექტორში 258.3 ლარით (19.2%) გაიზარდა და 1 605.9 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 113.8 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 52.2 პროცენტით), ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (2 601.7 ლარი, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 10.9 პროცენტით) დარგში ფიქსირდება.

2022 წელს არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 195.5 ლარით (15.9%) და 1 423.5 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი აქვთ საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სფეროში დასაქმებულებს.

საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით რეგიონებში ლიდერობს თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი.

Kateqoriya: İqtisadiyyat
Sonrakı yazı
VALİDEYNLƏRİN NƏZƏRİNƏ! – YENİLİK VAR
Öncəki yazı
Gürcüstanda orta aylıq əməkhaqqı