Another advertisement
ანკარის ცენტრში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა.
ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქება კიზილაის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მედიკოსები.
ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ.
მიმდინარეობს მოკვლევა აფეთქების მიზეზების დასადგენად.