20 წლის კურიერი გოგონა მარიამ ჩაჩანიძე, რომელიც ივნისში ავარიაში მოჰყვა და თითქმის 7 თვე კომაში იყო, გარდაიცვალა. მოპედით მოძრაობდა. ქსნის ქუჩაზე ავარია იყო და ხალხი შეგროვილიყო, მარიამიც გაჩერებულა, იქვე ბორდიურზე. ამ დროს ვიღაც ქალბატონი გამოვარდნილია, არ ვიცი ჩქარა მოძრაობდა, წინ არ იყურებოდა თუ რა მოხდა, რომ მიმხვდარა რომ გაჩერებულ მანქანებს ეჯახებოდა, აუქცევია და ბორდიურისკენ აუღია საჭე, მაგრამ იმის მაგივრად, რომ დაემუხრუჭებინა, არევია და მუხრუჭის მაგივრად გაზისთვის მიუჭერია ფეხი… ეს გაფრენილი მანქანა ბორდიურზე მდგარ ჩემს შვილს შეეჯახა, ბავშვი გაისროლა და მისი მოპედი კი იქ მდგარ მანქანის ქვეშ შეტენა. მარიამს ჩაფხუტი ეფარა და ისეთი ძლიერი შეჯახება იყო რომ ჩაფხუტიც გაუძვრია. ტვინის დაზიანება მიიღო და საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მიიყვანეს ეხლა კი გარდაიცვალა.
-