15 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს.
თბილისში უნალექო ამინდიია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +16; +18 გრადუსამდე გათდბება.
ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთიში მოსალოდნელია – თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +20; +22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში: ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი – მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +19; +21 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებს – ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო: უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა +14; +16 გრადუსს მიაღწევს; ხოლო დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში, როგორიცაა მესტია, ბახმარო: უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა აქ +9; +11 გრადუსი იქნება.
ქართლში – რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი: შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა აქ +16; +18 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში – საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო: შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა +16; +18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში – ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო, დასავლეთ საქართველოს მთიანი ზონისაგან უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, აქ ჰაერი დღის საათებში +10; +12 გრადუსამდე გათბება. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში – ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დასავლეთ საქართველოს მაღალმთიანი ზონისაგან უფრო დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი, აქ ჰაერის ტემპერატურა +6; +8 გრადუსამდე გათბება.