This is a specific ad

11 დეკემბრიდან რუსებმა, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში, საზღვარგარეთის პასპორტები უნდა ჩააბარონ

55

Another advertisement

დღეიდან რუსეთში ძალაში შევიდა ახალი წესები, რაც იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლა ეკრძალებათ, პასპორტების ჩაბარებას ავალდებულებს. ეს ასევე ეხება წვევამდელებს.

მთავრობის დადგენილების თანახმად, მოქალაქემ პასპორტი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ან იმ ორგანოებს უნდა მისცეს შესანახად, რომლებმაც იგი გასცეს (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საგარეო საქმეთა სამინისტრო), ან იმ სახელმწიფო სტრუქტურას, რომელმაც თავიანთი თანამშრომელს საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლება შეუზღუდეს.

დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს რუსეთის მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ საკონსულო დაწესებულებაში პასპორტის ჩაბარების პროცედურას, საიდანაც დოკუმენტი დიპლომატიური ფოსტით გადაეგზავნება რუსეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საგარეო საქმეთა სამინისტროს.

პასპორტი, რომელიც არ იქნება საპატიო მიზეზის გარეშე თავის დროზე ჩაბარებული, ბათილად გამოცხადდება. და მოხდება დოკუმენტის საზღვარზე ჩამორთმევა.

პასპორტის დაბრუნება მოქალაქისათვის შესაძლებელი იქნება საზღვარგარეთ გასვლის შეზღუდვის გაუქმების შემდეგ.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ოქროპირიძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), ონლაინ სასწავლო კურსის – „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ კურსდამთავრებულია.
Öncəki yazı
Tbilisidə Heydər Əliyevin xatirəsi yad edilib – FOTO