შაუმიანის სათემო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი, ნათია ოქროპირიძე, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), ონლაინ სასწავლო კურსის – „საზოგადოებრივი მონაწილეობა ადგილობრივი განვითარებისთვის“ კურსდამთავრებულია.

1

ნათია გვიზიარებს რატომ გადაწყვიტა სასწავლო პროგრამაში მონაწილეობა და რა გამოცდილება, ცოდნა მიიღო.

„საზოგადოებრივ ორგანიზაციას წარმოვადგენ და ხშირად მიწევს თვითმმართველობასთან ურთიერთობა, თუმცა გარკვეულ მექანიზმებსა და თვითმმართველობის საქმიანობის დეტალების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ მქონდა. ამიტომ, როგორც კი გამოცხადდა კურსზე მიღება, გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. მოლოდინი მქონდა, რომ კურსის საშუალებით მივიღებდი იმ ინფორმაციას და ცოდნას, რომელიც თვითმმართველობასთან სწორ ურთიერთობაში დამეხმარებოდა.

მართლაც ბევრი რამ გავიგე თვითმმართველობის საქმიანობის სხვადასხვა ასპექტებზე, ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოების კომუნიკაციის ინსტრუმენტებსა და საჭიროებაზე. ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო მოქალაქეების მონაწილეობის არაფორმალური მექანიზმების და პრაქტიკული მაგალითების გაცნობა. ზუსტად დავინახე ჩემი როლი და ჩვენი – საზოგადოების მონაწილეობის მნიშვნელობა.

კურსი არამარტო საინტერესო, არამედ ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია მათთვის, ვისაც სურს აქტიურად იყოს ჩართული ადგილობრივი განვითარების პროცესებში. როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი პირველად დავესწარი ბიუჯეტის საჯარო განხილვას, მზად ვარ ჩავერთო მონაწილეობის პროცესებში და მოქალაქეთა მონაწილეობასაც ხელი შევუწყო“.

ონლაინ სასწავლო პროგრამა USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის მხარდაჭერით წარიმართა.

0
0
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli
Sonrakı yazı
GEO/AZEდღეს, 12 დეკემბერს, მარნეულის ,,კულტურის ცენტრი” თოჯინური სპექტაკლით “აისია” სოფელ შულავერს ესტუმრება
Öncəki yazı
11 დეკემბრიდან რუსებმა, ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში, საზღვარგარეთის პასპორტები უნდა ჩააბარონ