This is a specific ad

,,ყინვა უფრო გაძლიერდება…“ – როგორი ამინდი იქნება თვის ბოლომდე

75

Another advertisement

გარემოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე  აღნიშნავს, რომ თვის ბოლომდე, საქართველოში ამინდი გაუარესდება.

მაღალმთიან რეგიონებში კი ძლიერ თოვას ელოდებიან.

„ვრცელდება არქტიკული ცივი ჰაერის მასები საქართველოს ტერიტორიაზე. ძლიერ თოვას ველოდებით მთიან რეგიონებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. აღმოსავლეთ საქართველოში, ხვალიდან ყველგან მოთოვს, ასევე თოვლს ველოდებით დედაქალაქშიც.

26 იანვარს ყინვა გაძლიერდება. 27-იდან, თვის ბოლომდე ცივი და ნალექიანი ამინდები შენარჩუნდება.

ღამის საათებში, 26 იანვარს, შიდა ქართლში -9 გრადუსი იქნება. თბილისში და კახეთში -3 -4 გრადუსი. დღის საათებშიც ყინვა გაძლიერდება“

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ərdoğan İsveçin NATO-ya üzvlüyünü təsdiqlədi
Öncəki yazı
Türkiyə terrorla mübarizəyə davam edəcək