თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალი იერლიკაიამ განაცხადა, რომ სტამბოლში სანტა მარიას ეკლესიაზე თავდასხმისთვის 47 ადამიანი ინციდენდიტან 10 საათის განმავლობაში დააკავეს.
QafqazTürk.com TRT-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ სამძებრო ოპერაციის ფარგლებში, ერთდროულად 30 სხვადასხვა მისამართზე ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულია 47 ადამიანი, მათგან 2 პირი დაკავებულთაგან ერთი წარმოშობით რუსია, მეორე კი ტაჯიკი.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველა დაკავებული, ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის წევრები არიან.
მომხდარი ინციდენტის შედეგად ეკლესიაში 1 მომლოცველი დაიღუპა, რომლის ოჯახსაც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პირადად მიუსამძიმრა და ღრმა მწუხარება გამოთქვა მათი ამ დანაკარგის გამო და პირობა დადო, რომ დამნაშავეთა გამოვლენა და კანონის შესაბამისად დასჯა უმოკლეს ვადაში მოხდებოდა, ერდოღანმა ასევე სამძიმრით მიმართა იტალიის საელჩოსაც ეკლესიაში მსგავსი შემზარავი ფაქტის გამო.