This is a specific ad

საქართველოს მოქალაქეებს პირადობის მოწმობითა და ბიომეტრიული პასპორტებით 193 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა

10

Another advertisement

ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან, ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

„სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადაეცა სამგზავრო დოკუმენტების უტყუარობის დამადასტურებელი ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატებიიუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) პირველად გადასცა ბიომეტრიული პასპორტისა და პირადობის ელექტრონული მოწმობის უტყუარობის დამადასტურებელი ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატები (CSCA).

სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ – ვლადიმერ სიჭინავამ კანადაში, ქალაქ მონრეალში, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში წარადგინა სერტიფიკატები, რომლებიც აიტვირთა ამავე ორგანიზაციის ღია გასაღებების დირექტორიაში (ICAO PKD).ღია გასაღებების დირექტორია არის დოკუმენტების უტყუარობის დადგენის ერთიანი სისტემა, სადაც განთავსებულია სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი 193 ქვეყნის მონაცემები, რაც ხელს უწყობს საზღვრებზე სახელმწიფოებს შორის სამგზავრო დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის უსაფრთხო და სწრაფ გაცვლას.

ქვეყნის ხელმომწერი ძირითადი სერტიფიკატების ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისობა მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სახელით გაცემული სამგზავრო დოკუმენტების სანდოობას. შედეგად, ID ბარათისა და ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები სასაზღვრო კონტროლს კიდევ უფრო მარტივად გაივლიან.

მონრეალში ვიზიტის ფარგლებში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ICAO-ს მე-18 სიმპოზიუმში მიიღეს მონაწილეობა, სადაც დელეგატები ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტების უსაფრთხოებისა და იდენტიფიცირების მიმართულებით არსებულ ახალ ტექნიკურ და სამართლებრივ სტანდარტებს გაეცნენ”,-აღნიშნულია ინფორმაციაში

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“Aslan” Yunaytedi parçaladı – VİDEO
Öncəki yazı
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა