This is a specific ad

სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებენ

18

Another advertisement

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს, დაბრუნების შემდეგ კი, სტუდენტებს სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი იქნება.

„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციისა და თანამშრომლების დონის ამაღლებას და გულისხმობს იდეას, სადაც საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებიდან იქ, სადაც ყველაზე მაღალი სწავლის დონეა, ამ სასწავლებლების შერჩევა და შემდეგ წარმატებული სტუდენტების შერჩევა. ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, 100-იდან 150 სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას უზრუნველვყოფთ, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები. ქვეყანას 2-3 წლის შემდეგ იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი ეყოლება, რომლითაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას. ამ პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს მოიცავს. რეზიდენტურის ეს პროგრამა თითოეული სტუდენტისთვის 18-იდან 24 თვემდე იქნება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı, Təhsil
Sonrakı yazı
Tibb fakultəsində təhsil alanların NƏZƏRİNƏ! – YENİLİK
Öncəki yazı
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 5 პირი დააკავა