Another advertisement
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ, როგორც გასულ ბაირამებზე, წელსაც დამდეგ ყურბან ბაირამთან დაკავშირებით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მუსლიმი მსჯავრდებულებისათვის სადღესასწაულო საკვების დაშვებასთან დაკავშირებით მიმართა.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განიხილა მუსლიმთა სამმართველოს შუამდგომლობა და კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაწესებულებებში 29-30 ივნისს ქვემოთ ჩამოთვლილი საკვები პროდუქტების დაშვების ნებართვა გასცა.
ყურბან ბაირამთან დაკავშირებით დაწესებულებებში დასაშვები საკვების ჩამონათვალი:
- მოხარშული ხორცი – 3 კგ.
- ფლავი – 2 კგ.
- ყველი – 2 კგ.
- ქიშმიშიანი ნამცხვარი
- შემწვარი და მოხარშული ქათმის ხორცი.
- კიტრი-პომიდორი 3 – კგ.
- ხილი – 5 კგ.