This is a specific ad

სავალან მირზოევი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა

8

Another advertisement

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გარდაბნის დეპუტატი სავალან მირზოევი.

Qafqaturk-ის ცნობით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსულმა დეპუტატმა გარდაბანში განხორციელებულ პროექტებზე კომენტარი გააკეთა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ მნიშვნელოვანი პროექტის სახელწოდებით „განახლებული რეგიონების“ განხორციელებისთვის. გარდაბანში ამ პროექტის განხორციელები სრულდება და ჩვენი მუნიციპალიტეტი ძალიან გალამაზდა.წყალსადენ-წყალარინების სისტემის მშენებლობა უკვე დასასრულს უახლოვდება. პროექტის დასრულების შემდეგ 5 სოფელი 24 საათის განმავლობაში სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის, წყალმომარაგების პროექტის განხორციელება იწყება სოფელ ქესალში, ნაზარლოსა და ვახტანგისში“.

სიტყვით გამოსვლისას სავალან მირზოევმა ყურადღება გარაბანში არსებულ პრობლემებზე გაამახვილა.

„გარდაბანი-ვახტანგისის გზა ავარიულ მდგომარეობაშია. საინტერესოა, გეგმავს თუ არა ინფრასტრუქტურის სამინისტრო აღნიშნულ გზაზე აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას და როდის იგეგმება ეს?“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა სავალან მირზოევმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidə Qurani-Kərim mövzusunda beynəlxalq konfrans keçirilib – FOTO
Öncəki yazı
Savalan Mirzoyev parlamentdə çıxış edib