საგარეჯოდან გატაცებული 13 წლის გოგონა იპოვეს

32

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოდან გატაცებული 13 წლის გოგონა ნაპოვნია,  – ინფორმაცია მედიას გოგოს პოვნის შესახებ ინფორმაცია მოზარდის მამამ აცნობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა კი ინფორმაცია დაადასტურა.

არასრულწლოცნის მამამ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ გოგოს პოვნის შესახებ ინფორმაცია მან პოლიციის თანამშრომლებმა მიაწოდეს. იგი თბილისიდან კახეთში ჩავიდა დეტალების გასაკრვევად, კერძოდ როგორ არის მისი შვილი, სად იპოვეს და რა მოხდა. მამის თქმით მან ხვა არაფერი იცის.

ამ დრომდე არსებობს ეჭვი, რომ მე-7 კლასის მოსწავლე, ცოლად მოყვანის მიზნით, 16 წლის ბიჭმა გაიტაცა.  ამის შესახებ ინფორმაცია 1 მარტს გახდა ცნობილი. ამ დღეს პოლიცია რამდენიმე საათის განმავლობაში კითხავდა 13 წლის გოგოს ოჯახის წევრებს. ამდროისთვის ორივე მოზარდი პოლიციის განყოფილებაშია.

სკოლის დირექტორმა, რომელშიც 13 წლის მოზარდი გოგონა სწავლობდა, განაცხადა რომ ბავშვი ბოლო კვირების განმავლობაში გაკვეთილებს არ დასწრებია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულით არის აღძრული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. დანააული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

10
6
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
16 yaşlı yeniyetmə ilə qaçan qız tapılıb
Öncəki yazı
Bir az da poeziya… İsa Körpülü