This is a specific ad

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივით იფტარის სუფრა მოეწყო – ფოტოები

48

Another advertisement

2024 წლის 28 მარტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველი მუსლიმები იფტარზე მიიწვია.

სტუმრებს შორის იყვნენ მუსლიმური ქვეყნების ელჩები საქართველოში, მთავრობის წარმომადგენლები, პარლამენტში მარნეულის მუნიციპალილიტეტის და გარდაბნის მუნიციპალლიტეტის წარმომადგენელი დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზაევი, საქართველოს მუსლიმთა ოფისის ხელმძღვანელები, გუბერნატორები, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვი, მარნეულის მერი კანან ომაროვი და მერიის თანამშრომლები, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი როვშან ისკენდეროვი, ასევე ტარიელ მამედოვი, ფუად მირზიევი, რასულ ბახტიაროვი, სამირ ხიალოვი, ვუგარ მამედოვი, აზერ ალიევი, არიფ სულეიმანოვი, საქართველოს გაზეთის მთავარი რედაქტორი, ხალედდინ იოლჩუევი, თემის წარმომადგენლები, ინტელექტუალები და სასულიერო პირები.

იფტარზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა, საქართველოს მუსლიმებს რამადანის წმინდა თვე მიულოცა და მუსლიმებისადმი სახელმწიფოს ყურადღებაზე ისაუბრა. მოგვიანებით, საქართველოს მუსლიმთა დეპარტამენტის ხელმძღვანელები გამოვიდნენ სიტყვით, სადაც მათ საქართველოში და საქართველოს მიღმა მცხოვრებ მუსლიმებს რამადანის თვე მიულოცეს. სასულიერო პირებმა სიტყვით გამოსვლისას იფტარის მონაწილეებს გაწეული და გასაკეთებელი სამუშაოები გააცნეს. სიტყვით გამოსვლის დასასრულს მათ მადლობა გადაუხადეს ირაკლი კობახიძეს იფტარის ორგანიზებისათვის  და საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისადმი მთავრობის ზრუნვისა და ყურადღებისთვის.

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარე ჰუსეინ იუსუბოვმა, რომელიც იფტარისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამოჩენილი ყურადღებისთვის.

„ჩვენ, როგორც საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი, გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, როგორც ეროვნულ, ასევე რელიგიურ დღესასწაულებზე ჩვენთან ყოფნისთვის და იმ ყურადღებისთვის, რომელიც მან გამოიჩინა“, – განაცხადა ჰ. იუსუბოვმა.

                            

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
“ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი” – ნახეთ, განახლებული ამინდის პროგნოზი
Öncəki yazı
Bu gün Baş nazir İrakli Kobaxidzenin təşəbbüsü ilə iftar süfrəsi təşkil edilib – FOTOLAR