This is a specific ad

მარნეულში „ლელოს“ ოფისი გაიხსნა

118

Another advertisement

დღეს მარნეულში “ლელოს” პარტიის შტაბ-ბინა გაიხსნა.
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარედ აგილ მუსტაფაევი წარადგინა. რომ აგილი იქნება არა მხოლოდ მარნელში და ამ რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გამორჩეული ლიდერი.
‘’ლელოს’’ ლიდერებმა მოსახლეობასთან იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც მარნეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის აქვთ დაგეგმილი. ასევე, იმ პრობლემებზე ისაუბრეს, რომელსაც „ლელო“ ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ხედავს.
QafqazTurk.com გატყობინებთ რომ, ოფისის გახსნას მარნეულის და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა დაესწრო.
ოფისი მამუკა ხაზარაძემ გახსნა, სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ ისინი ყველაფერსგააკეთებენ მარნეულელების კეთილდღეობისთვის.

ბადრი ჯაფარიძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომლებიც გადაიდგმება მარნეულელების ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად, ასევე მისი თქმით, მას შემდეგ რაც ისინი კოალიციით მოვლენ ხელისუფლებაში პენსიები გაიზრდება 1000 ლარამდე.

QafqazTurk.com-თან საუბრისას პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აგილ მუსტაფაევი იქნება ხელმძღვანელი პირი არა მხოლოდ მარნელში და ამ რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, პარტია ლელოსი, რომელიც იმუშავებს, მათ შორის დიდ ეროვნულ საკითხებზე პარტიის მთავარ სპიკერებთან ერთად. მათი განცხადებით ეს არ არის წინა საარჩევნო გახსნა, რომელიც არჩევნების წინ გახსნეს, არამედ ოფისი მუდმივ რეჟიმში აქტიურად იქნება მარნეულელების ინტერესების დასაცავად მზად, რომელიც აუცილებლად აისახება 2024 წლიის 26 ოქტომბრის არჩევნებში.

ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ ესახებათ მარნეულის განვითარების პერსპექტივა და მოსახლეობის პოლიტიკაში გააქტიურება, პარტიის ლიდერებმა შემდეგნაირად უპასუხეს:

ირაკლი კუპრაძე: “მარნეული უნდა გახდეს ამ ქვეყნის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი, რომელიც რეალურად ისედაც არის, უბრალოდ საჭიროა მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი, მეტი საწარმოები, რათა დაუმუშავებელი ნედრეული მარნეულიდან სხვა ქალაქებში გადიოდეს, თუნდაც არა პროდუქციის სახით, არამედ ადგილზე მოხდეს მისი დამუშავება და შეფუთვა, რაც მარნეულელებისთვის ბევრად ფინანსური კეთიდღეობის მომტანი იქნება, დასასრულებელლია ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორც ვიცით სკოლების და ბაღების პრობლემა უკიდურესად მძიმეა მოსახლეობისთვის, რადგანაც მათ არ აქვთ ხელმისაწვდომობა საბავშვო ბაღებზე. მთავარი ამბავი არის ის, რომ მიუხედავად მოქალაქეების პოლიტიკური პასიურობისა, რაც ყველა რეგიონისთვის დამახასიათებელია და არის ძირითადი პრობლემა და მარნეულის ორგანიზაციის თავმჯდომარე აგილ მუსტაფაევი არის მნიშვნელოვანი შესაძენი ჩვენი პარტიისთვის, რომელსაც აქვს იმის გამოცდილება რომ გააქტიუროს და დააინტერესოს მოქალაქეები.”

საბა ბუაძე: “ხალხის პოლიტიკური გააქტიურებისთვის მთავარი პრინციპული ცვლილება, რაც უნდა მოხდეს არის ის, რომ ხალხს უყურებდნენ არა მხოლოდ, როგორც ამომრჩეველს და ხმების რესურსს, არამედ როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეებს, როგორც პარტნიორებს, რაც უნდა ჩამოყალიბდეს მარნეულელებსა და ახალ პოლიტიკურ კლასს შორის. ჩვენ გვინდა არა ერთი პარტიის მეორეთი შეცვლა, არამედ გვინდა რეალური, ფუნდამენტური ცვლილებები რაც მთლიიანად შეცვლის მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების როლს სახელმწიფოს მართვაში, მათი მონაწილეობის ხარისხს შეცვლის და გადწყვეტილებების მიღების პროცესში შეცვლის მათ მონაწილეობას და გავლენას. ეს არის ის მთავარი ფუნდამენტური ცვლილება რაც გვჭირდება. სხვაგვარად ერთიანი, ეროვნული, ძლიერი საზოგადოების აღმშნებლობა იქნება შეუძლებელი ამ ქვეყანაში. ლელოს ახალგაზრდული გუნდი აგილ მუსტაფაევის ხელმძღვანელობით ძალიან დიდი იმედის მომცემია.”

ბადრი ჯაფარიძე: “მარნეულის გაუმჯობესების გეგმა და ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს არის ის, რომ პირველ რიგში ის შემოსავალი რაც იკრიბება მარნეულში უნდა დარჩეს მარნეულში და უნდა მოხმარდეს მარნეულელების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურა მარნეუში უნდა გაუმჯობესდეს, ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც დაიწყება უნდა დასრულდეს თავის დროოზე. უნდა დასრულდეს ის განცდა, რომ ფული რომელიც ბიუჯეტში შედის მიდის არა მარნეულელების არამედ ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში მიდის. რაც მთავარია, უნდა შევძლოთ ის, რომ ეს არაჩვეულებრივი პროდუქცია, რომელიც იქმნება მარნეულში გახდეს საექსპორტო პროდუქცია და შეიქმნას გადამამუშავებელი საწარმოები, იმისათვის რომ გლეხს შეეძლოს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია და შესაბამისად შეფუთვა ადგილზე და არ ჭირდებოდეს ამისთვის თბილიში ჩასვლა. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი რათა სოფლის მეურნეობის კუთხით მარნეულსი შემოვიდეს მეტი ინვესტიცია.

აგილ მუსტაფაევი: “ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ის არის, რომ ნებისმიერი პოლიტიკური პროცესის დასაწყისში უნდა მოხდეს შეხვედრები ხალხთან და ჩვენ ამ პოლიტიკური აქტივობის გასააქტიურებლად და გასაძლიერებლად, მიზნად ვისახავთ, რომ ჩვენ ამ რეგიოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების მარნეულის ან სხვა რომელიმე ოფისიდან კი არ უნდა დავიწყოთ შეხვედრები და მათი მოწვევები, არამედ კარ-კარ უნდა მოვაწყოთ შეხვედრები, მართალია საჭიროა მედიის ინფორმირება ჩვენი გეგმების შესახებ, თუმცა ეს არ ნიშნავს, იმას რომ მედია უნდა გგვახლდეს თან მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას ჩვენი გეგმებისა და პროექტების
შესახებ და ავუხსნით მათი სისრულესი მოყვანის გზებს.”

Kateqoriya: Siyasət
Sonrakı yazı
20 Yanvar – hüzn və qürur günümüz
Öncəki yazı
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს