კაცს, რომელიც 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

1

კაცს, რომელიც საკუთარ 14 წლის შვილს 2 წლის განმავლობაში აუპატიურებდა და ემუქრებოდა გარყვნილი ქმედების შესახებ ინფორმაცია დაემალა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც კახეთის ერთ-ერთ სოფელში მამა არასრულწლოვან ქალიშვილზე სექსუალურად მუდმივად ძალადობდა და შანტაჟის გზით ცდილობდა სკოლის მოსწავლეს მომხდარზე არ ესაუბრა.

დანაშაული კახეთში, ერთ-ერთ სოფელში მოხდა. არასრულწლოვანმა მშობლის მხრიდან ზეწოლას ვერ გაუძლო და სქესობრივი ძალადობის შესახებ სკოლაში მასწავლებელს უამბო.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარ დანაშაულზე ინფორმაცია სამართალდამცველებს დირექტორმა მიაწოდა. 14 წლის გოგონას უმძიმესი ისტორიის გახსენება, სასწავლო დაწესებულებაში დღეს უკვე არავის სურს.

მომხდარი დანაშაულის გამო, მსხვერპლი მოზარდი იძულებული გახდა სხვა სკოლაში გადასულიყო და ის ადგილიც დაეტოვებინა, სადაც დაბადებიდან ცხოვრობდა. სახლს უკვე რამდენიმე თვეა ბოქლომი ადევს. ადგილობრივებმა ოჯახი ბოლოს მაშინ ნახეს, როდესაც მათთან პოლიცია მივიდა და შვილის გაუპატიურების ბრალდებით, 50 წლამდე მამაკაცს ხელბორკილები დაადეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მოზარდის გარდა, 50 წლამდე მამაკაცი მეუღლესაც ფიზიკურად უსწორდებოდა. ქალის ჩვენება საქმეშიც დევს, მოძალადე მას ამ ჩვენების შეცვლასაც აიძულებდა. უკვე ცნობილია, რომ უვადო პატიმრობის გადაწყვეტილებას, მსჯავრდებულის ადვოკატი გაასაჩივრებს.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
EHLADER Gürcüstanın yeni şeyxini təbrik etdi
Öncəki yazı
Köln Əhli-Beyt icmasından GMİ şeyxinə təbrik məktubu