Another advertisement
საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც „ინდორამას“ რუსთავის აზოტოვანი სასუქების საწარმოსთან დაკავშირებით აქვს. კომპანიამ „რუსთავის აზოტში“ 200 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. „ინდორამას“ რუსთავის ქარხნის მოდერნიზების გრძელვადიანი გეგმა აქვს. აღინიშნა, რომ კომპანია ახალი საწარმოო ხაზების დამატებაზე მუშაობს. ასევე განიხილეს ქვეყნის ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები. პრემიერ-მინისტრმა შრი პრაკაშ ლოჰიას საქართველოს მთავრობის მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნა დაუდასტურა.ურსულა ფონ დერ ლაიენი – ირაკლი ღარიბაშვილთან განვიხილეთ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი…