ზემო სარალის მეჩეთში შუამავალი მუჰამედის დაბადების დღე აღნიშნეს
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი ჰაჯი რამინ იგიდოვი და სამმართველოს თანამშრომლები, სოფელ ზემო სარალის მეჩეთის ახუნი სეიდ მირთაგა, ვაჟი სეიად ხალილოვი,. ქვემო საღამოს მეჩეთის ახუნი მირსახავათ იაგუბოვი, მარნეულის იმამ ჰუსეინის მეჩეთის ახუნი ჰანი აზიზ ნაბიევი, სასულიერო პირები და სოფლის მკვიდრები.
ღონისძიება წმინდა ყურანის აიების წაკითხვით დაიწყო.
მომხსენებლებმა ისაუბრეს დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისლამურ სამყაროში.