This is a specific ad

ევროკავშირი საქართველოს ორ მუნიციპალიტეტს კულტურის განვითარებისთვის 60 000 ევროს გადასცემს

59

Another advertisement

ევროკავშირის პროექტმა EU4Culture-მ 30000 ევროს ოდენობის გრანტი გადასცა ქუთაისს და ფოთს. გრანტი მიზნად ისახავს პროექტის მხარდაჭერით 2022 წელს ჩამოყალიბებული კულტურული განვითარების სტრატეგიების მდგრადობის გაძლიერებას, ადგილობრივი შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ზრდის ხელშეწყობის გზით, გრანტი კი მათ საშუალებას აძლევს განახორციელონ კულტურული განვითარებისთვის საჭირო პროექტები.

2024 წელს ქუთაისი და ფოთი გამოიყენებენ ამ სახსრებს სხვადასხვა კულტურული აქტივობების განსახორციელებლად, რომლებიც შეესაბამება მათ კულტურული განვითარებისთვის საჭირო პროექტების გახორციელებას.

ქუთაისის მუნიციპალიტეტი ივლისში „სახალხო ხელოვნების ფესტივალს“ დააარსებს. ღონისძიების უპირველესი მიზანია გააძლიეროს ქალაქის კულტურული განვითარების სტრატეგია დინამიური კულტურული ატმოსფეროს ხელშეწყობის გზით საჯარო ხელოვნების ინსტალაციების, სპექტაკლებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით.

ფოთის მუნიციპალიტეტი სექტემბერში განახორციელებს პროექტს „სპოტლაიტი: კონცეპტუალური ფესტივალების ქალაქი“, სამი ძირითადი კომპონენტით: ადგილობრივი კულტურული საწარმოების მხარდაჭერა, ფოთის საზღვაო ხელოვნების რეზიდენციის პროგრამა და კონცეპტუალური საზღვაო ფესტივალი. ეს აქტივობები ხელს შეუწყობს ქალაქში ცოცხალი და დინამიური კულტურული ლანდშაფტის შექმნას.

ამრიგად, ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მუნიციპალიტეტები ხელს შეუწყობენ ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების გაძლიერებას განვითარების ახალი შესაძლებლობებით. როგორც EU4Culture რეგიონული ქალაქების ქსელის წევრები, მუნიციპალიტეტები ასევე გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას კულტურული განვითარების სტრატეგიების განხორციელებისას ქსელში არსებულ სხვა სახელმწიფოების მუნიციპალოურ რეგიონებს და მის ფარგლებს გარეთ არსებულ სხვა მუნიციპალიტეტებს.

„საქართველოში კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების დეცენტრალიზებული განვითარება არის შესანიშნავი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, გააძლიეროს ადგილობრივი შემოქმედებითი თემები ახალი შესაძლებლობებით. EU4Culture-ის მიერ მოწოდებული ევროკავშირის მხარდაჭერა იქნება წახალისება რეგიონული ქალაქებისთვის, რათა შემდგომი ნაბიჯები გადადგან თავიანთი ადგილობრივი ხელოვნებისა და კულტურის პოტენციალის რეალიზებაში, რამაც შეიძლება მართლაც დიდი გავლენა იქონიოს რეგიონების ეკონომიკურ ზრდაზე“, – თქვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელმა, მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის გუნდის ლიდერმა, მარია სტოგოვამ.

საქართველოდ გარდა გრანტი გაიცა სომხეთში,  ჩარენცავანისა და სევანის მუნიციპალიტეტებისთვის და ორჰეის მინიციპალიტეტისთვის, მოლდოვის რესპუბლიკაში.

„ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Culture აგრძელებს ადგილობრივი კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების ზრდის ხელშეწყობას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. ხუთი მუნიციპალიტეტის ახალი პაკეტი შეიძლება გახდეს დამატებითი წახალისება სომხეთის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეგიონებში განვითარების შესაძლებლობების შესაქმნელად, რაც ქვეყნებში კულტურული და შემოქმედებითი სექტორების მდგრადობის გაძლიერების ახალი მოდელების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. EU4Culture გუნდის ლიდერი, დოქტორი ანატოლი ბეიფერტი.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Tbilisidə “Novruz festivalı” keçirilib – FOTOLAR
Öncəki yazı
Azərbaycanın Gürcüstandakı səfirliyi və konsulluğu Novruz bayramı ilə əlaqədər 7 gün işləməyəcək