This is a specific ad

გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ ცხრა პუნქტი, რადგან წლევანდელი გრაფიკი ძალიან შეზღუდულია -პეტერ ფიშერი

53

Another advertisement

ჩვენთვის პრიორიტეტია, რომ საქართველო შეუერთდეს ევროკავშირს რაც შეიძლება შეუფერხებლად და რაც შეიძლება სწრაფად, ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, წელს დეკემბერში ევროპის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 27 სახელმწიფოს მთავრობები და მეთაურები გადაწყვეტენ შემდგომ ნაბიჯს. გასულ წელს ეს ნაბიჯი იყო კანდიდატის სტატუსი,  – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს შეუძლია, მიაღწიოს პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

„წელს ეს ნაბიჯი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. კომისიამ ჩამოაყალიბა ცხრა პუნქტი საქართველოსთვის, ამიტომ გთხოვთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, ეს ცხრა პუნქტის რაც შეიძლება სწრაფად შეასრულეთ, რადგან წლევანდელი გრაფიკი ძალიან შეზღუდულია. საქართველოში ჩატარდება არჩევნები, ასევე ევროპარლამენტშიც დაგეგმილია არჩევნები, ამიტომ ზაფხულის შემდეგ ძალიან ბევრი სხვა საქმე იქნება. ეცადეთ, მაქსიმალურად სწრაფად, ზაფხულამდე შეასრულოთ ცხრა პუნქტი. შემდეგ დეკემბერში კი ჩვენ შევძლებთ, მივიღოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება, რათა საქართველო სწრაფად და შეუფერხებლად გახდეს ევროკავშირის წევრი. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ძალიან კარგია, თქვენ ხართ კანდიდატი ქვეყანა, მე ყოველთვის ვამბობ, რომ არ არის გაურკვეველი, როგორ უნდა გახდე ევროკავშირის წევრი, ცხრა პუნქტი ჩამოყალიბებულია, რომელშიც საქართველომ პროგრესს უნდა მიაღწიოს, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ და დავეხმარებით ამ პროგრესის მიღწევაში. საქართველომ თუ შეასრულა ეს ცხრა ნაბიჯი, მაშინ დეკემბერში ჩვენ შევძლებთ, დავიწყოთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ შემდგომ პროცედურებს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირს წევრი რაც შეიძლება სწრაფად“, – განაცხადა ელჩმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Gürcüstanda torpaq sürüşməsində həlak olanların hamısının meyiti tapıldı – FOTO
Öncəki yazı
დოლარისა და ევროს ფასი შეიცვალა – ნახეთ, განახლებული კურსი