Another advertisement
“ბერძენი ქომაგებისთვის გამოყოფილია დამატებით 2,300 ადგილი . იმისთვის, რომ მათ შეძლონ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე, საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასწრება მათთვის დამატებით 2300 ბილეთი ჩაეშვა გაყიდვაში.” – აცხადებენ საბერძნეთის ფეხბურთის ასოციაციაში.
მატჩი გაიმართება 26 მარტს, საბერძნეთის დროით 19:00 საათზე, ხოლო საქართველოს დროით 21 საათზე გაიმართბეა. ბერძენი გულშემატკივრებისათვის ბილეთის საფასური სულ რაღაც 7 € (ევრო) იქნება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ticketing@epo.gr, მოთხოვნის გაგზავნით, სადაც მყიდველმა ლათინური ასოებით უნდა მიუთითოს თავისი სახელი-გვარი, ასევე პასპორტის ნომერი და პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერი. ელ. ფოსტაზე მოსულ საპასუხო შეტყობინებაში მითითებული იქნება გადახდის მეთოდი და ზუსტი მითითებები.