საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის ერთობლივი განცხადებები

1

ირაკლი კობახიძე

პირისპირ შეხვედრის შემდგომ, ნატოს გენერალურმა მდივანმა, იანს სტონტელბერგმა და იკარლი კობახიძემ ერთობლივი გაცხადებები გააკეთეს, სადაც მათ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იგი მოხარულია ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტით საქართველოში და რომ იანს სტონტელბერგის 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებსა და სირთულეებს, თუმცა მისი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად.

კობახიძემ და სტონტელბერგმა განიხილეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებიც –  “ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.” -ირაკლი კობახიძე

პრემიერის განცხადებით – “საქართველო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, რასაც კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა. წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.”

კობახიძემ  მალოერება გამოხატა ნატოს და პირადად იანს სტონტელბერგის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე მან განაცხადა, რომ საქართველო ძალიან აფასებს გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

იანს სტონტელბერგი

“საქართველო არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი. დიდად ვაფასებთ იმ მნიშვნელოვან წვლილს, რომელიც თქვენ ნატოს მისიებსა და ოპერაციებში შეგაქვთ. ასევე, სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია! ნატო კვლავ მოუწოდებს რუსეთს, რათა გაწვეულ იქნეს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის არჩევნების გამართვა სრულიად უკანონოა და ცხადია, რომ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. საქართველო უსაფრთხოების სფეროში კომპლექსური გამოწვევების წინაშე დგას. რუსეთს იმპერიალისტური ზრახვები აქვს და უკრაინის საბრძოლო ველზე არსებული ვითარება კვლავ რთულია. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ გავაგრძელოთ დახმარების გაზრდა. ნატოს მოკავშირეები უზრუნველყოფენ უკრაინისადმი გამოყოფილი მთლიანი სამხედრო დახმარების 99 პროცენტს, პარტნიორებიც საკვანძო როლს თამაშობენ. მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველოში ათასობით უკრაინელი ლტოლვილი იმყოფება, რომლებსაც მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება მიეწოდებათ.

ამავე დროს, ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ მეტი რუსეთის აგრესიული ციკლის დასასრულებლად. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ნატოსთვის. რუსეთის ომმა რისკების წინაშე დააყენა შავ ზღვაზე ხომალდების ნავიგაცია და გლობალურად საფრთხე შეუქმნა სურსათის მიწოდების ჯაჭვს. თუმცა, ჩვენი მხარდაჭერით უკრაინამ საპასუხო მოქმედებები განახორციელა და დააზიანა რუსეთის ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილი შავ ზღვაზე. ამ წარმატებამ უკრაინას მისცა იმის საშუალება, რომ განეახლებინა ხორბლის მიწოდება, რაც ამდენად მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის და სურსათის გლობალური უსაფრთხოებისთვის.

ნატო-საქართველოს პარტნიორობა უკვე ძლიერია და დღეს განვიხილეთ ის, თუ როგორ შეიძლება მისი შემდგომი განვითარება. იანვარში შევთანხმდით საქართველოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობის გეგმის განახლების თაობაზე, რათა მოხდეს ჩვენი ურთიერთობის გაღრმავება – ნატოსა და საქართველოს შორის. ასევე, მივესალმები წინსვლას, რომელიც მიღწეულია ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისების მართვა, კიბერუსაფრთხოება და სამხედრო ინჟინერია. სულ რამდენიმე დღის წინ, თურქული საზღვაო ფრეგატი ეწვია ბათუმს საზღვაო დაცვის უწყებაში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. ეს არის სწორედ იმის მაგალითი, თუ როგორ ვახორციელებთ პრაქტიკულ ინიციატივებს ერთობლივად, საზღვაო შესაძლებლობებისა და პოტენციალის გასაზრდელად. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე შავი ზღვის რეგიონისა და ნატოსთვის.

ნატო თქვენ გვერდით დგას უფრო ძლიერი დემოკრატიისა და სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ გვერდით დგომას ადასტურებს ბუქარესტის გადაწყვეტილებაც, რომლის თანახმადაც საქართველო ალიანსის წევრი გახდება. ევროკავშირის მიერ მონიჭებული კანდიდატის სტატუსი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა თქვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად. რასაც თქვენ აკეთებთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, იგივე დაგჭირდებათ ნატოს სრულუფლებიანი მოკავშირეობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გააგრძელოს ადგილობრივი რეფორმების, დემოკრატიული ღირებულებებისა და სამართლის უზენაესობის გაძლიერება, მათ შორის, მიმდინარე წლის ოქტომბერში თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებით.”

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İrakli Kobaxidze: “Gürcüstan NATO-nun ən sadiq və etibarlı tərəfdaşlarından biridir”
Öncəki yazı
Bu gün Çanaqqala Zəfərinin 109-cu ildönümüdür