საფრანგეთმა ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე გამოაცხადა

1

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით, მიიღეს ელისეს სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით გაიმართა საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა.

პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმა გადაწყვეტილების მიზეზი თავის ოფიციალურ X გვერდზე დაასახელა, მისი თქმით ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონის ამოქმედების და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმის ამოქმედების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო და ასევე, საშიშროება, რომლის წინაშე საფრანგეთიც დგას.  ტერაქტების საფრთხის უმაღლესი დონე შესაბამის სამსახურებს აძლევს უფლებას, მიიღონ ისეთი ზომებიც, რომლებიც შესაძლოა, ზიანს აყენებდეს საზოგადოებრივ ცხოვრებას.

საფრანგეთი არაერთხელ იქცა სხვადასხვა ექსტრემისტული დაჯგუფების სამიზნედ. ყველაზე მასშტაბური იყო 2015 წლის ნოემბერში პარიზში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგად 130 ადამიანი დაიღუპა. ამ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

2024 წლის ივლის-აგვისტოში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდება, რაც საფრანგეთს ისევ აქცევს ტერორისტებისთვის მიმზიდველ ობიექტად.

0
0
Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
İrakli Kobaxidze bu gün Ermənistana rəsmi səfər edəcək
Öncəki yazı
İrəvanda silahlı şəxslər polis idarəsinin binasına hücum edib, yaralılar var