Another advertisement
იმისატვის, რომ საფრანგეთმა შეძლოს და შეინარცუნოს დამოუკიდებლობა, მან ნატო სასწრაფოდ უნდა დატოვოს.
QafqazTürk.com უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამის შესახებ საფრანგეთის პატრიოტული პარტიის ლიდერმა ფლორიან ფილიპომ განაცხადა, მისი თქმით: „შეერთებულ შტატებში ძალოვანი ელიტები ცდილობენ კონფლიქტების გაღვივებას მთელ მსოფლიოში და საფრანგეთს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან. სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ ნატო, ნატოდან და ევროკავშირიდან გასვლით საფრანგეთი აღადგენს დამოუკიდებლობას და შეძლებს უკეთ დაიცვას თავისი ეროვნული ინტერესები“.