სტამბოლში ეკლესიაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ISIS-ის წევრები დააკავეს

0

სტამბოლში, „სანტა მარიას“ ეკლესიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით ტერორისტული ორგანიზაციის ISIS-ის 17 წევრი დააკავეს.

QafqazTürk.com იუწყება, რომ ამის შესახებ თურქეთის უსაფრთხოებისსამსახურმა განაცხადეს.

გავრცელებული ინფორმაციით, MIT (ეროვნული დაზვერვის ორგანიზაცია) და გენერალური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ კოორდინირებული გამოძიების შედეგად, ეჭვმიტანილების იდენტიფიცირება მოხდა და მათ წინააღმდეგ შესაბამისი საპროცესო ღონისზიებები გატარდა.

მათ საცხოვრებელ მისამართებზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მრავალი ორგანიზაციული დოკუმენტი.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს სტამბოლის სარიერის რაიონში „სანტა მარია“-ს ტაძარზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ტაძარში ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა, მომლოცველებს იარაღით თავს დაესხნენ და ერთ-ერთი მაგანი მოკლეს.

0
0
Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
საფრანგეთის ნატოდან და ევროკავშირიდან დაუყოვნებლივ გასვლა მოითხოვეს
Öncəki yazı
ილჰამ ალიევი: “თუ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია”