This is a specific ad

როგორი იქნება კანდიდატის სტატუსის გავლენა ბიზნესზე – შეფასებები

56

Another advertisement

ევროკავშირი- საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელი გვეუბნება, რომ ევროკავშირი საქართველოში ამ ეტაპზე 160-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მლნ ევროს შეადგენს. გიორგი კაჭარავა ვარაუდობს, რომ სტატუსის მიღების შემდეგ, გაწევრიანების წინა მხარდაჭერის ინსტრუმენტის ფარგლებში, ეს მხარდაჭერა კიდევ გაიზრდება.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ რა მოლოდინები აქვს ქართულ ბიზნესს, რა ახალ შესაძლებლობებს უხსნის მათ ევროპული აღიარება? Business Insider Georgia ამის გარკვევას თავად სექტორის წარმომადგენლებთან შეეცადა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გვეუბნება, რომ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ინვესტორების განწყობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და ამ მოცემულობაში საქართველო უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო საინტერესო ქვეყანა ხდება.

„ამის ბევრი მაგალითია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, როდესაც სტატუსის მინიჭების შემდეგ მათ მიმართ უცხოელი ინვესტორების ინტერესი რამდენჯერმე გაიზარდა. ამიტომაც ჩვენი მოლოდინია, რომ უახლოესი 2-3 წლის განმავლობაში საქართველო ევროპელი ინვესტორების გეგმებში უფრო მარტივად მოხვდება“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ამას გარდა, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას, ეს კი თავის მხრივ ქართულ კომპანიებს ფინანსრურ რესურსებზე წვდომას გაუმარტივებს.ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაინერგება ევროპული სტანდარტები მშენებლობისა და ხარისხის მიმართულებით. გაჩნდება მოთხოვნა ენერგოეფექტური, ეკოლოგიურად სუფთა მასალების გამოყენებაზე. „არქი“ ამ მხრივ ყოველთვის უსწრებდა რეგულაციებს. ჩვენ წლებია მშენებლობაში ენერგოეფექტურ, ეკოლოგიურად სუფთა მასალებს ვიყენებთ და პროექტებში უმაღლეს დონეზე გვაქვს უსაფრთხოება დაცული. საბოლოო ჯამში მომხმარებლისთვის უფრო მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსები შეიქმნება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Türkiyədə avtomobil qəzası baş verib – 11 ölü, 57 yaralı – FOTOLAR
Öncəki yazı
როგორ შეიძლება მე, კახა კალაძე ვიჯდე და ვიღებდე გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა იმღეროს საახალწლო კონცერტზე და ვინ არა – კახა კალაძე