This is a specific ad

ირაკლი კობახიძემ საკადრო ცვლილებები განახორციელა

64

Another advertisement

პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძემ რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა.

ქვეყნის პირველი ვიცეპრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი გახდა, ვიცეპრემიერების პოსტები  ჩაიბარეს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა და თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

უკვე ცნობილია, რომ მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურს „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი მიშა ფეიქრიშვილი უხელმძღვანელებს.

„წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თქვენი მონაწილეობით, ამისთვის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ასევე კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს 3 წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა პრემიერმა კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

ცნობისთვის, ახალმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ნდობის გამოცხადების შემდეგ, დღეს პირველი სხდომა ჩაატარა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Paşinyan: “Sülh müqaviləsinin prinsipləri razılaşdırılıb”
Öncəki yazı
Baş nazir İrakli Kobaxidze kadr dəyişikliyi edib