ილჰამ ალიევი: “საფრანგეთი არის ქვეყანა, რომელმაც იარაღით მოამარაგა სომხეთი და მოამზადა შემდგომი ომისთვის”

0

„ჩვენს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება, ტრადიციული წყაროებიდან არ შეჩერდება. სომხეთის შეიარაღების მიზანია, ჩვენი მუდმივი ზეწოლის ქვეშ ყოფნა“. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 10 იანვარს ადგილობრივ ტელეარხებთან ინტერვიუს დროს განაცხადა. მისი თქმით, ეს არის მცდელობა იმისა, რომ მომავალში თავისუფლად ცხოვრების შანსი წაგვართვან და სამწუხაროდ, აქაც საფრანგეთი წინა პლანზეა. „საფრანგეთი ის ქვეყანაა, რომელიც დღეს იარაღს აწვდის სომხეთს, მხარს უჭერს მას, წვრთნის სომეხ ჯარისკაცებს და მათ მომავალი ომისთვის ამზადებს. ამიტომ, როცა ვთქვი, რომ საფრანგეთის პოლიტიკა იწვევს დაძაბულობას კავკასიაში, სწორედ ამას ვგულისხმობდი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

0
0
Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Rusiyadan Xarkova raket hücumu – Xəsarət alanlar arasında Gürcüstan vətəndaşı da var
Öncəki yazı
ილჰამ ალიევი: “თუ ჩემს მიერ დასახელებული მარშუტი არ გაიხსნება, ჩვენ არ ვაპირებთ სომხეთთან საზღვრის სხვაგან გახსნას”