დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2023 წლის IV კვარტალში – “საქსტატის” მონაცემები

3

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  2023 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 15.3 პროცენტით (270.9 ლარით) გაიზარდა და 2 044.5 ლარი შეადგინა.

2023 წლის IV კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 285.1 ლარით (14.9%) გაიზარდა და 2 196.2 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების
მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია (IT) და კომუნიკაციის (4 420.5 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.1 პროცენტით) და პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების (3 393.5 ლარი, გაიზარდა 22.4 პროცენტით) სფეროებში ფიქსირდება.

  • ინფორმაცია (IT) და კომუნიკაცია – 4 309.2 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 17.3%-ით);
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3 110.0 ლარი (გაიზარდა 14.1 %-ით);
  • მშენებლობა – 3 062.5 ლარი (გაიზარდა 20.8 %-ით);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 920.5 ლარი (გაიზარდა 19.0%-ით).

რაცშეეხება დასაქმებუთა ანაზღაურების მაჩვენებელს სქესობრივი თვალსაზრისით, “საქსტატის” ინფორმაციით ამ მიმართუელბით 2023 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 607.3 ლარით, ხოლო კაცების – 2 463.8 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 195.6 ლარი (13.9%) შეადგინა, ხოლო კაცებში – 340.7 ლარი (16.0%). საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

0
0
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა
Öncəki yazı
Bolnisi rayonunun Mədəniyyət və İstirahət parkında Azərbaycan xalqının milli bayramı olan Novruz Bayramı münasibətilə və sertifikatların verilməsi ilə bağlı təntənəli tədbir keçirilmişdir