This is a specific ad

ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

92

Another advertisement

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.

QafqazTürk იუწყებს რომ, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

“ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნატოს შტაბბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა.

ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.” – აღნიშნულია ინფორმაციაზე.

უკრაინის უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს. 

Sonrakı yazı
მარნეულში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
Öncəki yazı
Cuanşer Burçuladze Ukraynanın Müdafiəsi üzrə Təmas Qrupunun iclasında iştirak edib – ƏTRAFLI