This is a specific ad

„ჯეოსთილმა“ „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, ჯამურად 20 მლნ დოლარის მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციები წარმატებით განათავსა

53

Another advertisement

შპს „ჯეოსთილმა” 2007 წელს დაიწყო სრულიად ავტომატიზირებული ფოლადის ქარხნის მშენებლობა საქართველოში, ქალაქ რუსთავის ინდუსტრიულ ნაწილში. 2010 წელს ქარხანამ პირველი პროდუქტი აწარმოა. ამჟამად „ჯეოსთილი“ ძირითადად აწარმოებს ფოლადს, არმატურას„ჯეოსთილი“  JSW Steel Netherlands BV (JSW) და Georgian Steel Group Holding–ის (GSGH) ერთობლივი საწარმოა. JSW არის გლობალურად ცნობილი სახელი ფოლადის წარმოების სფეროში, რომლის საქმიანობა ვრცელდება: სამთო მრეწველობის, ენერგეტიკის, ცემენტის, მშენებლობის, ლოჯისტიკისა და სხვა სექტორებში. Georgian Steel Group Holding-თან პარტნიორობამ კომპანიას მისცა შესაძლებლობა, გამხდარიყო არმატურის უმსხვილესი მიმწოდებელი საქართველოში 52%-იანი ბაზრის წილით.

პროგრამის ფარგლებში დანარჩენილი ტრანშ(ებ)ის ემისია 10 მილიონ აშშ დოლარამდე იგეგმება 2024 წლის პირველ ნახევარში, იმის გათვალისწინებით, რომ ობლიგაციების პროგრამა ჯამში 30 მილიონ აშშ დოლარამდე ემისიას ითვალისწინებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ გარიგების განხორციელებაში ჩართული მხარეები და კაპიტალის ბაზრის ძირითადი მონაწილეები, ხოლო პრეს-კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ:

  • ლევან შავკაციშვილი, „გალტ & თაგარტის“, მმართველი დირექტორი
  • ჯაიდიპ სინგ კაპური, „ჯეოსთილის“ დირექტორი
  • დავით აბესაძე, საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
1 ჰექტარი პლანტაციიდან შემოსავალი 15 ათას დოლარამდეა – ქართველი ინვესტორები ყაზახეთში ზეთისხილის ჰაბს ქმნიან
Öncəki yazı
თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი იზრდება და 1 763 354 000 ლარს შეადგენს