This is a specific ad

ჯანმო: „მაიმუნის ყვავილი“ ახალი COVID-19 არ არის

106

Another advertisement

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაიმუნის ყვავილი ახალი „კოვიდ-19“ არ არის და მისი კონტროლი შესაძლებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული ბიუროს ხელმძღვანელის, ჰანს კლუგეს განცხადებით, მაიმუნის ყვავილის გამო პანიკის პრევენცია და დაავადების გავრცელების შეჩერება ერთობლივი, დროული ძალისხმევით და ყველაზე დაუცველ რეგიონებში ვაქცინების მიწოდებითაა შესაძლებელი.

„ვაპირებთ თუ არა კარანტინის გამოცხადებას ევროპაში? გვაქვს თუ არა საქმე ახალ კოვიდთან? ამ კითხვებზე პასუხი ცალსახად არის – არა“, – განაცხადა კლუგემ.

თუმცა, მისივე თქმით, თუ გლობალური ზომები მიღებული არ იყო, ვირუსის გავრცელება გარდაუვალია.

ცნობისთვის, მაიმუნის ყვავილის აფეთქება რამდენიმე თვის წინ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა, სადაც დაავადებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ივნისის ბოლოს დაავადება გავრცელებული იყო ბურუნდუში, კენიასა და რუანდაში.

აგვისტოში მაიმუნის ყვავილის ახალი შტამი დაფიქსირდა შვედეთშიც.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
4 მლნ-ზე მეტი მგზავრი და 28%-იანი ზრდა – როგორია საქართველოს აეროპორტების მგზავრთნაკადის სტატისტიკა
Öncəki yazı
Azərbaycan BRİKS-ə qoşulmaq üçün rəsmi bəyanat verib