This is a specific ad

ხაჭაპური მოსფლიოში საუკეთესო ღვეზელია”.

56

Another advertisement

Tastealtas-ის საუკეთესო ღვეზელების რეიტინგში აჭარული ხაჭაპური პირველ ადგილზეა.

პოპულარული, კულინარიული ვებგვერდ „Tasteatlas“-ის რეიტინგში აჭარული ხაჭაპური მომხმარებელთა რჩეულია. ვებგვერდის მკითხველებმა ხაჭაპურს 5-დან 5 ქულა მიანიჭა და ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძს შორის პირველ ადგილზეა.

„ყველიანი პური, ხაჭაპური, საქართველოში ყველაზე ცნობილი კერძია. ტრადიციულად, მას გამდნარი ყველით, კვერცხით, კარაქითა და ფქვილით ამზადებენ. საქართველოში ხაჭაპურის რამდენიმე სახეობაა და მიუხედავად იმისა, რომ მისი მომზადება მოცარელათი ან ფეტათიც შესაძლებელია, ქართველები მას სულგუნით ან იმერული ყველით ამზადებენ. ხაჭაპურის ყველაზე გავრცელებული ფორმები იმერული და აჭარული ხაჭაპურებია,» ნათქვამია აჭარული ხაჭაპურის აღწერაში.

TasteAtlas არის ერთგვარი კულინარიული რუკა, სადაც 10,000-ზე მეტი კერძი და ინგრედიენტი მსოფლიო რუკაზე ქვეყნებისა და რეგიონების მიხედვითაა განლაგებული. ვებგვერდი მსოფლიოში პოპულარული კერძების რეიტინგებს პერიოდულად აქვეყნებს. ამ ეტაპზე გამოქვეყნებული კერძებისთვის ხმის მიცემა კი ნებისმიერ მსურველს შემდეგ ბმულზე შეუძლია – https://goo.gl/vJTmHY.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
2024 წელს ჯანდაცვის პროგრამებზე 1 მილიარდ 816 მილიონი ლარი დაიხარჯება
Öncəki yazı
სახელები, რომლებიც ნადვილად ქართული წარმოშობისაა – ზოგიერთი დღესაც პოპულარულია