This is a specific ad

ხალხმა გასცა პასუხი იმ აბნეულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ დაპირებებშიც იხლართებიან. რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა აქციაზე, რომელსაც ვერაფერი შესთავაზეს. ვერც კარვები დავინახეთ – შალვა პაპუაშვილი

25

Another advertisement

გუშინ თავად ხალხმა გასცა პასუხი იმ აბნეულ ლიდერებს, რომლებიც საკუთარ დაპირებებშიც იხლართებიან და აქედან გამომდინარე ვნახეთ ადამიანების რაოდენობაც და მათივე იმედგაცრუებული ამომრჩეველიც, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, ოპოზიციის აქციებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ოპოზიცია საკუთარ მხარდამჭერებს ატყუებს, რის გამოც ამომრჩეველი მას აღარ ენდობა.

„აბსოლუტურად ტყუილს აჯერებენ, ეს არის პრობლემა. ეს ტყუილი ძლებს ორი, სამი საათი და შემდეგ ამ ტყუილს ყველა რომ ხედავს, ეს ხომ იმედგაცრუებას იწვევს მათივე მხარდამჭერებში, რაც შემდეგ აისახება იმაში, რაც გუშინ ვნახეთ რამდენიმე ასეული ადამიანი, რომელიც მივიდა იმ აქციაზე, რომელსაც ვერაფერი ვერ შესთავაზეს. სხვათა შორის ვერც კარვები დავინახეთ, რომელსაც ასე დაბეჯითებით აგროვებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ისრაელის არმიამ ღაზის სექტორში საავადმყოფო დაბომბა, დაჭრილთა შორის ახალშობილებიც არიან – aljazeera
Öncəki yazı
გაგვითენდა „ამერიკული“ 5 ნოემბერი და ამოქმედდება თუ არა წელს ე.წ. „აჯანყების აქტი“ – სულ ახლო მომავალში შევიტყობთ – დავით ქართველიშვილი