This is a specific ad

წყალდიდობა თურქეთში

75

Another advertisement

13 თებერვალს, თურქეთში, ანტალიაში, ძლიერი წვიმის გამო წყალდიდობა მოხდა, დაიღუპა 1,  ხოლო დაშავდა 3 ადამიანი.

როგორც, თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მუნირ კარალოღლუმ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრში წყალდიდობასთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინებების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის დაახლოებით 2 ათას 493 მიაღწია. დაიტბორა როგორც საცხოვრებელი სახლები, ისე სასოფლო სამეურნეო ნაკვეთები, საერთო საცხოვრებლები, სკოლის შენობები, საავადმყოფიები და საზოგადოებრივი თავშეყრის ცენტრები, დაიხოცა პირუტყვიც. ამჟამად სამუშაოები 426 პუნქტზე გრძელდება. 211 ფერმერს აქვს სათბურის დაზიანება 1200 დეკარის ფართობზე, განსაკუთრებით აქსუს რაიონში, იქედან გამომდინარე, რომ ამჟამად რეგიონში წყალია, ვერ ხერხდება მიყენებული ზიანის შეფასება.

საავადმყოფოების წყლისგან გათავისუფლება სწრაფად მოხდა, არცერთი მსხვერპლი არ ყოფილა.

მურატფაშას, კეპეზის, დოშმეალთის, კონიაალთის და აქსუს რაიონებში სწავლა 2 დღეა შეწყვეტილია, პრობლემის სწრაფად მოგვარების შემთხვევაში სასწავლო პროცესი ხვალ განახლდება. წყალდიდობის გამო Çali Junction, Kepez – University ტრამვაის ხაზი ამჟამად არ მუშაობს.

სამაშველო ღონისძიებაში გარდა მეხანძრე მაშველებისა, ჩართული იყვნენ მოხალისეებიც.

დღეს 360 კაციანი სამთავრობო დელეგაცია იყო ადგილზე მისული და საკუთარი თვალით შეაფასეს ვიტარება. ისინი გააგრძელებენ მუშაობას წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალის დადგენაზე, როგორც სამუშაო ადგილებზე, ასევე მოქალაქეების საცხოვრებელ ადგილებში. მეორე მხრივ, შექმნილია სტიქიის ზარალის შემფასებელი კომისია. გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილების სამხარეო დირექტორატის ფარგლებში 50 კაციანი გუნდი აგრძელებს საველე სამუშაოებს. ჩამოინგრა მრავალსართულიანია ბინა, რომლის ევაკუაციაც მყისიერად განხორციელდა. იქ მცხოვრები 26-ვე მოქალაქე უვნებლად იქნა გაყვანილი შემთხვევის ადგილიდან.  ყარალოღლუმ აღნიშნა, რომ ქალაქში ენერგეტიკული პრობლემა არ არის, მისი თქმით – „შეიძლება იყოს ნაწილობრივი პრობლემები აბონენტებთან, მაგრამ ზოგადი თვალსაზრისით ელექტრო ენერგიასთან და კომუნიკაციებთან დაკავშირებული პრობლემები არ არის. ასევე მოგვარებულია ტრანსპორტის გადაადგილების საკითხიც.”

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
Öncəki yazı
Ge/Az მარნეულის მუნიციპალიტეტმა, მშვილდოსნობაში, ახალგაზრდებს შორის 2024 წლის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა