This is a specific ad

წლის დასაწყისში ვიმედოვნებდით, რომ მშვიდობის მხარდამჭერი ძალები იქნებოდნენ უმრავლესობაში, ომის მომხრე ძალებს დავამარცხებდით, ტრამპის გამარჯვებით ამის უზარმაზარი შანსია – ორბანი

29

Another advertisement

დონალდ ტრამპის გამარჯვება მსოფლიოსთვის მშვიდობის იმედს ნიშნავს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

როგორც ვიქტორ ორბანი აღნიშნავს, აშშ – უნგრეთის ურთიერთობები ოქროს ხანას დაუბრუნდება.

„ვხედავ, ბრწყინვალე გამარჯვებას, შესაძლოა, ყველაზე დიდ დაბრუნებას დასავლური პოლიტიკის ისტორიაში. უდიდესი ბრძოლა იყო, პატიმრობით ემუქრებოდნენ, ქონების კონფისკაციით, მისი მოკვლა სურდათ, ამერიკაში მთელი მედია იყო მის წინააღმდეგ და მაინც გაიმარჯვა. ეს დიდი წახალისებაა მათთვის, ვისაც ძალის, ბრძოლისა და სიმტკიცის ნების სჯერა. მსოფლიოსთვის ეს მშვიდობის იმედს ნიშნავს. წლის დასაწყისში ვიმედოვნებდით, რომ წლის მიწურულისთვის მშვიდობის მხარდამჭერი ძალები იქნებოდნენ უმრავლესობაში და დავამარცხებდით ომის მომხრე ძალებს, ახლა ამის უზარმაზარი შანსია. თუკი ეს მოხდება, ეკონომიკაში აღმასვლა იქნება და აშშ – უნგრეთის ურთიერთობები ოქროს ხანას დაუბრუნდება. გვაქვს გარკვეული გეგმები, რომლის მიღწევაც მომდევნო წლებში პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ერთად შეგვიძლია“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
,,ფერეიდანში ვაზის მოვლას ისეთი მძიმე შრომა არ სჭირდება, როგორც ჩვენთან. იქ ნაკლებად იცის ვაზმა დაავადება
Öncəki yazı
სტიქია კახეთში – ძლიერმა ქარმა გურჯაანში, სახლებს სახურავები გადახადა