This is a specific ad

წინასაარჩევნოდ პრეზიდენტის ე.წ. “იმპიჩმენტის” პროცესის დაწყებაზე განაცხადი საუკეთესო საჩუქარია ზურაბიშვილისთვის და ოპოზიციისთვისაც – გია ხუხაშვილი

50

Another advertisement

ბიძინას უნდა პრეზიდენტობა რიგი მიზეზების გამო და ამ ოდიოზური ფორმით მას ეპრანჭებიან, – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„გასაგებია, რომ ე.წ. “იმპიჩმენტის” პროცესის დაწყებაზე განაცხადი პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო საჩუქარია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციისთვისაც წინასაარჩევნოდ.

მაშინ რატომ აკეთებენ ამას? გაგიჟდნენ და აფექტურად მოქმედებენ?

ალბათ ამ გადაწყვეტილებაში სიგიჟის და ყოვლისმომცველი შიშების წილი საკმაოდ მაღალია.

ამასთანავე, ვფიქრობ, რომ მათი ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს, რომ ბიძინას უნდა პრეზიდენტობა რიგი მიზეზების გამო და ამ ოდიოზური ფორმით მას ეპრანჭებიან“, – წერს ხუხაშვილი.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ“.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Bədbəxt hadisə-11 yaşlı yeniyetmə qəza nəticəsində dünyasını dəyişib
Öncəki yazı
საჯარო სამსახურებში მომავალ წელსაც გაგრძელდება ხელფასების 10 %-იანი ზრდა – ირაკლი კობახიძე