This is a specific ad

წითელი ჯვრის პრეზიდენტი ეგვიპტესა და ღაზის სექტორს ეწვევა

76

Another advertisement

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) პრეზიდენტი, მირიანა სპოლიარიჩ ეგერი, დღეს სავარაუდოდ ეგვიპტეს და ღაზის სექტოს ეწვევა, რათა ის საკითხები განიხილონ, რომლებიც „ჰამასის“მიერ დაკავებულ მძევლებთან წითელი ჯვრის წარმომადგენლების წვდომის დაშვებას ეხება.

როგორც ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, წითელი ჯვრის წარმომადგენლების დაშვება „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ადამიანების მოსანახულებლად, გასულ კვირას ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დადებული ზავის ერთ-ერთი პირობა იყო. ზავი 7 დღეს გაგრძელდა, ამ პერიოდში 100ზე მეტი მძევალი გათავისუფლდა, მათ შორის ძირითად მასას ქალები და ბავშვები შეადგენდნენ.

უნდა აღინიშნოს, რომ წითელი ჯვარი დაჟინებით მოითხოვს რათა მოხდეს მათი დაშვება ტყვეებთა, მათი მდგომარეობის მონიტორინგისა და ახლობლებთან კონტაქტის დაკავშირების მიზნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით. მირიანა სპოლიარიჩ ეგერის განცხადებით ICRC არ ფლობს ინფორმაცის ტყვეების ადგილსამყოფელის შესახებ, მისივე განცხადებიდან ირკვევა, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუ წითელ ჯვარს ექნებოდა ინფორმაცია ტყვეების ადგილსამყოფელის არსებობის შესახებ, . მათ არ შეუძლიათ მძევლები ძალის გამოყენებით მოინახულონ.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
ვალუტის კურსი -4 დეკემბერი
Öncəki yazı
ნუ სტრესავთ ბავშვებს”, – ინგა მამუჩიშვილის რჩევა მშობლებს