This is a specific ad

წელს 3500 ტონა მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა – ოთარ შამუგია

57

Another advertisement

დღეს დაახლოებით 15-მდე პროექტია, რომელსაც სოფლის მეურნეობის სააგენტო ახორციელებს და მათ შორისაა „დანერგე მომავალი“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  განაცხადა.

„ამ პროექტების ფარგლებში, ჩვენ უკვე კონკრეტული, ძალიან ხელშესახები შედეგები გვაქვს და გარკვეული გათვლები გვაქვს გაკეთებული, თითოეული პროექტის ფარგლებში რა შედეგებს უნდა ველოდოთ მომავალში. მაგალითად, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, 22 000 ჰექტარი ახალი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ. ამ პროგრამის წარმატების კარგი მაგალითია მოცვი, რომელიც სრულიად ახალი კულტურა იყო. წელს 3500 ტონა მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულებისაა. ეს გასულ წელთან შედარებით, სამჯერ მეტია. მომავალ წლებში დაახლოებით 20 000 ტონა მოსავალს ველოდებით, რომლის საექსპორტო ღირებულება 80-100 მილიონი დოლარია“, – აღნიშნა მინისტრმა.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თბილისში სადგურის მოედნის განახლება იგეგმება
Öncəki yazı
37-მა ბავშვმა უკვე ისარგებლა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამით – თამარ გაბუნია