This is a specific ad

წარმატებები პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენი ორი ქვეყნისთვის – ბენიამინ ნეთანიაჰუ

9

Another advertisement

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაავრცელა ვიდეომიმართვაც და დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობის დაკავება მიულოცა. ნეთანიაჰუმ ხაზი გაუსვა აშშ-თან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და გამოთქვა რწმენა, რომ ორი ქვეყნის ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება.

„მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას დარჩენილი მძევლების დასაბრუნებლად, „ჰამასის“ სამხედრო შესაძლებლობების განადგურებისა და ღაზაში მისი პოლიტიკური მმართველობის დასასრულებლად. ასევე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ღაზა აღარასდროს იქნება საფრთხე ისრაელისთვის. დარწმუნებული ვარ, ბატონო პრეზიდენტო, რომ, თქვენი ხელმძღვანელობით, ჩვენი ალიანსის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა“,

მის მიერ გამოცხადებული პოლიტიკა – მშვიდობა ძალის გზით, იძლევა შესაძლებლობას, განამტკიცოს ამერიკის ლიდერობა და მიაღწიოს გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას, რაც მთავარი პრიორიტეტია. ეს საუკუნე სწორედ ახლა ყალიბდება და ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა ეს იყო დიდი და წარმატებული საუკუნე დემოკრატიებისთვის და არა მათთვის, ვისაც ჩვენი მარცხი სურს. გისურვებთ წარმატებებს პრეზიდენტო ტრამპ. ჩვენ ველოდებით აქტიურად და ორივესთვის სასარგებლო თანამშრომლობას. ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ და შეგვიძლია უზრუნველვყოთ უფრო მეტი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდა მსოფლიოსა და ჩვენიო ორი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

20 იანვარს დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და ოფიციალურად შეუდგა ამერიკის პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თურქეთში ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა
Öncəki yazı
ტრამპმა ტიკტოკის ბლოკირება აშშ-ში 75 დღით გადაავადა