Another advertisement
საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან, ილია საბაძესთან და ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარ-დეპუტატთან, გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში ეწყობა ადგილობრივი მნიშვნელობის 4 კილომეტრი გზის საფარი, სანიაღვრე არხები. ის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების პროცესს და დასრულების შემდგომ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 2 000 ბენეფიციარზე მეტი შეძლებს სარგებლობას.
სამუშაოები ფინანსდება როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით და მისი ჯამური ღირებულება 3 000 000 ლარს შეადგენს.
რწმუნებულთან ერთად მიმდინარე პროექტი მისმა მოადგილემ, ილია ჯალაღანიამ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს.