This is a specific ad

„ძლიერი საქართველოს“ გეგმით, პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდის ერთ-ერთი გზა სათამაშო ბიზნესის 25 პროცენტით დაბეგვრა იქნება – მამუკა ხაზარაძე

53

Another advertisement

კოალიცია„ძლიერი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის – „ილიას გზის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პენსიის 1 000 ლარამდე გაზრდაა. კოალიციის საარჩევნო კამპანიის ფარგლებში,„ძლიერი საქართველოს“ ლიდერები პენსიის ზრდასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ. დღეს კოალიციის ლიდერი მამუკა ხაზარაძე პენსიონერებს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.

„ძლიერ საქართველოს“ ინფორმაციით, პროგრამული დოკუმენტის სისრულეში მოსაყვანად და პენსიონერებისთვის ღირსეული სიბერის უზრუნველსაყოფად კოალიციას დაგეგმილი აქვს შემდეგი ნაბიჯები: პენსიის 1000 ლარამდე გაზრდა; კაზინოებისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადის/ მოსაკრებლის გაზრდა 15%-დან 25%-მდე; ნაბიჯების გადადგმა საპენსიო სესხებისა და ოვერდრაფტების სისტემის ბოროტად გამოყენების პრაქტიკის დასასრულებლად; პირობა, რომ გააუქმდება „ქართული ოცნების“ მიერ საპენსიო ფონდის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ამარტივებს საპენსიო დანაზოგების განკარგვას (25%-ზე ნაკლების ინვესტიციასთან დაკავშირებით).

 

„ძლიერი საქართველო“, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყებს მუშაობას პენსიების 1000 ლარამდე გასაზრდელად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად, ინფლაციის შესაბამისად გაიზარდოს. უპირველეს ყოვლისა, დაგეგმილია საქართველოს ეროვნულ ბანკთან აქტიური მუშაობა, რათა უზრუნველყოს საპენსიო სესხებისა და ოვერდრაფტების შესაბამისი კონტროლი, რათა პენსიონერები დაცული იყვნენ შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი პრაქტიკისგან. ხელისუფლებაშ მოსვლისთანავე გაუქმდება საპენსიო ფონდების ინვესტიციების შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონი და აღდგება ეროვნული საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ყველა ფონდი რომლებზეც პენსიონერები არიან დამოკიდებულნი ინვესტირებული იქნას უსაფრთხოდ, დივერსიფიცირებულად და სრულიად არაპოლიტიკურად. პენსიების გაზრდის გეგმა სრულიად დაფინანსებულია. ის არ დააზარალებს სახელმწიფო ბიუჯეტს. „ძლიერ საქართველოს“ აქვს დეტალური გეგმა, თუ როგორ აპირებს ამ ნიშნულის გაზრდის დაფინანსებას, მათ შორის უძრავი ქონების გადასახადების გაზრდით და კორუფციის შემცირებით/აღმოფხვრით. ამასთანავე, „ძლიერი საქართველო“ აზარტული თამაშების კომპანიებისთვის გადასახადის 25 პროცენტით გაზრდას აპირებს. ეს კომპანიები თავისუფლად ოპერირებენ/მუშაობენ, მაგრამ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები მათ ავალდებულებენ დამატებით გადასახადების გადახდას იმ პრივილეგიიდან გამომდინარე, რომ ისინი გარკვეულ ხარჯებს აკისრებენ საზოგადოებას. ზოგიერთ ადგილას, მაგალითად, აშშ-ს ილინოისის შტატში, ეს ფონდები გამოიყენება სპეციალურად პენსიების მხარდასაჭერად, რის გაკეთებასაც „ძლიერი საქართველო“ აპირებს. აზარტული თამაშების ინდუსტრიამ ქართველების სახლებიდან ბევრი ფული წაიღო; ამ გზით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ამ თანხის ნაწილი შევიდეს ქართულ სახლებში“, – ნათქვამია „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოდან რუსეთში განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა – pmcg
Öncəki yazı
ძლიერი წვიმა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – ამინდი მკვეთრად გაუარესდება