ძაღლზე ძალადობის ფაქტზე, რამაც ცხოველის დაღუპვა გამოიწვია, ერთი პირი დააკავეს

48

Another advertisement

პროკურატურის განცხადებით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის და ძალადობის ფაქტზე, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. ირკვევა, რომ პირი 30 ნოემბერს დააკავეს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 29 ნოემბერს, თბილისში, ბრალდებულმა მამის კუთვნილი „როტვეილერის“ ჯიშის ძაღლზე იძალადა, ხოლო შემდეგ  საცხოვრებელი კორპუსის მე-8 სართულის აივნიდან გადააგდო.  ბრალდებულის ქმედების შედეგად ძაღლი გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
Zalqada ortayaşlı kişi qadını balta ilə öldürüb
Öncəki yazı
Moskvada azərbaycanəsilli iş adamlarına məxsus bazar yanır: Xəsarət alanlar var – VİDEO